ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაცია
თეა წულუკიანი ელენე ახვლედიანის სახლ-მუზეუმის რეაბილიტაციის პროცესს გაეცნო. ამ ეტაპისათვის შესრულებულია სამუშაოების 70%. გამაგრდა აივნისა და ტიხრების კონსტრუქცია, რის შემდეგაც დაიწყო ახალი კედლების მონტაჟი. დასრულდა მუშაობა საინჟინრო კომუნიკაციებსა და წყალმომარაგების სისტემაზე. მოწესრიგდა ელექტრო და სავენტილაციო სისტემები; აშენდა სველი წერტილები. ამჟამად ილესება ჩამონგრეული ნაწილები და შენობა სამღებრო სამუშაოებისათვის მზადდება. პროექტისათვის გამოყოფილია 376 000 ლარი.
