„ჩვენი ჯარი“
პროექტის, „ჩვენი ჯარის“ ფარგლებში, სამხედრო მოსამსახურეები სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის სტუდენტებს შეხვდნენ. საუბარი შეეხო თავდაცვის ძალებში სამხედრო კარიერული განვითარებას და სამხედრო განათლების მიღების შესაძლებლობებს. სამხედრო მოსამსახურეებმა საქართველოს თავდაცვის ძალების პრიორიტეტებისა და მიზნების პრეზენტაცია მოაწყვეს და აუდიტორიას „თავდაცვის კოდექსით“ გათვალისწინებულ სიახლეებზე ესაუბრნენ.
