კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის პროგრამა
სააგენტომ „აწარმოე საქართველოში" კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ოფიციალური პრეზენტაცია გამართა. პროგრამის განხორციელებაში სააგენტოს პარტნიორია USAID-ის ფინანსური ინოვაციების პროგრამა. „აწარმოე საქართველოში“ ახალი მიმართულება მიზნად ისახავს მცირე და საშუალო ბიზნესისთვის ფინანსებზე წვდომის გაუმჯობესებას და კაპიტალის ბაზრის ხელშეწყობას ფასიანი ქაღალდების განთავსების სტიმულირების გზით.