ახალი რეკრეაციული სივრცე
სამგორის რაიონში ქინძმარაულისა და ძმები ოცხელების ქუჩის მიმდებარედ რეკრეაციული სივრცე ეწყობა. დემონტაჟი უკვე ჩაუტარდა დაუსრულებელ შენობა-ნაგებობებს, ასევე კორპუსებს შორის მდებარე 100-მდე ავტოფარეხს. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი გაეცნო. პროექტის ფარგლებში, 4 ჰექტარ ფართობზე მოეწყობა გარე განათების სისტემა, საბავშვო და სპორტული მოედნები. სამუშაოების ღირებულება 8 მილიონ ლარს შეადგენს. პროექტი 2025 წლის ზაფხულში დასრულდება.
