ეროვნული ბანკის განცხადება
ფულის სავარაუდო გათეთრებასა და სანქციების რეჟიმისთვის თავის შესაძლო არიდების გაზრდილ რისკებთან დაკავშირებით ბოლო დროს გავრცელებულ სპეკულაციებს ეროვნული ბანკი ეხმაურება. განცხადებაში ვკითხულობთ: „საგადასახადო კოდექსში" ცვლილებების შეტანა, რომელიც ეხება შეღავათიანი დაბეგვრის მქონე ქვეყანაში რეგისტრირებული უცხოური საწარმოს და პარტნიორი ფიზიკური პირის მიერ მიღებული შემოსავლის მოგების/საშემოსავლო გადასახადისგან გათავისუფლებას, არ ეხება და არ არეგულირებს საბანკო ტრანზაქციებს, ვინაიდან თანხის ჩარიცხვა/გადმორიცხვა ცალკე გადასახადით არ იბეგრება“. ეროვნული ბანკი მოუწოდებს ყველას თავი შეიკავონ სპეკულაციებისგან, რომელიც ზიანს აყენებს ქვეყნის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი - საბანკო-საფინანსო სისტემის რეპუტაციას.
