ტრანსნაციონალური დანაშაული
გახსნილია მორიგი ტრანსნაციონალური დანაშაული. ევროჯასტის მხარდაჭერით შექმნილი საერთაშორისო საგამოძიებო ჯგუფის ფარგლებში, საქართველოს პროკურატურამ საფრანგეთის, შვეიცარიისა და ლიეტუვას უწყებებთან თანამშრომლობით, საქართველოს 4 მოქალაქე დააკავეს. საქმე ეხება ევროკავშირის ქვეყნების ბიბლიოთეკებიდან ძვირადღირებული წიგნების ქურდობის ფაქტს. გამოძიებით დადგინდა, რომ დანაშაულებრივი ჯგუფის წევრებმა გეგმა ჯერ კიდევ 2022 წელს შეიმუშავეს. სქემის მიხედვით ბრალდებულები ორიგინალს ყალბი წიგნებით ანაცვლებდნენ. საქმეზე საერთაშორისო გამოძიება გრძელდება არა არის გამორიცხული დამნაშავე პირთა წრე გაიზარდოს.
