ლგბტ პროპაგანდა - სახალხო განხილვა
კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო-სახალხო განხილვა გრძელდება. კომისიის წევრები ამჯერად ბათუმში შეიკრიბნენ და ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვის მიზნით მომზადებულ დოკუმენტი მოქალაქეებს გააცნეს. ისაუბრეს საკონსტიტუციო ცვლილებების აუცილებლობაზე და ყურადღება გაამახვილეს პროპაგანდისა და ადამიანის უფლებების დაცვის ერთმანეთისგან გამიჯვნაზე. შეხვედრა კითხვა-პასუხით წარიმართა.
