საყოველთაო-სახალხო შეკრება
„ქართული ოცნება“ 29 აპრილს დაგეგმილი შეკრებისთვის ემზადება. პარტიის ლიდერები აცხადებენ, რომ ეროვნული პოლიტიკა და ქვეყნის წინაშე არსებული გამოწვევები იქნება მთავარი თემები. ამასთან აღნიშნავენ, რომ მათთვის პრინციპულია იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და აქ მნიშვნელოვანია იდენტობა და პრინციპების დაცვა. 29 აპრილს საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრება 18:00 საათიდან, ღონისძიება კი 20:00 საათზე დაიწყება. რუსთაველის გამზირზე მისულ ხალხს სიტყვით მიმართავს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
