საზოგადოება „ქართულის“ განცხადება
განცხადებას ავრცელებს საზოგადოებრივი გაერთიანება „ქართულიც“. მოძრაობის წევრები ქვეყანაში მიმდინარე პროცესებს ეხმაურებიან და ყურადღებას ამახვილებენ საფრთხეზე, რომელიც პოლარიზებულ გარემოს უკავშირდება. კერძოდ, საუბარია გამჭვირვალობის კანონპროექტის განხილვის პარალელურად, იმ აგრესიულ განწყობაზე, რომელსაც სოციალურ ქსელებსა და საჯარო კომენტარებში ცალკეული ადამიანები და პოლიტიკური ჯგუფები გამოხატავენ. „ქვეყნის მომავლისა და ქართული დემოკრატიისათვის არანაკლებ დამაზიანებელია „იმედის“ თუ სხვა ტელეკომპანიების ჟურნალისტების დევნისა და მათთვის პროფესიული მოვალეობის შესრულებისთვის ხელის შეშლის მზარდი ტენდენცია, ჟურნალისტების და მათი ოჯახის წევრების ბულინგის კამპანიები სოციალურ ქსელებში.“ - ვკითხულობთ განცხადებაში.
