„ხალხის ძალის“ განცხადება
ევროპის განვლილი გზა, ევროკავშირის წინაშე არსებული გამოწვევები და საქართველოს ადგილი დიდ ევროპულ ოჯახში - ამ საკითხებზე ამახვილებს ყურადღებას „ხალხის ძალა“ და მორიგ განცხადებას ავრცელებს. მასში ნათქვამია, რომ ქართველი ხალხის სურვილია, გავხდეთ ისეთი ევროპული ოჯახის წევრი, როგორიც ის 1949-2008 წლებში იყო. პარტია მიიჩნევს, რომ საქართველოს გამოცდილება ევროპას სასიცოცხლოდ ესაჭიროება, ევროპაში არსებული კრიზისი კი საქართველოს მიმართ უკიდურესად არაევროპულ დამოკიდებულებაზე აისახება. ამავე განცხადებაში საუბარია გამჭვირვალობის კანონთან დაკავშირებით ევროპული სტრუქტურების დამოკიდებულებაზე და ვკითხულობთ, რომ ევროკავშირის მოუწევს, სტატუსის მინიჭების მსგავსად, საქართველოსთან მოლაპარაკებების გახსნა.
