პრემიერ-მინისტრი უნგრეთში
უნგრეთი კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციას მასპინძლობს. სხვადასხვა ქვეყნის ლიდერებს შორისაა საქართველოს პრემიერ-მინისტრი. ირაკლი კობახიძე კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა და დარბაზში შეკრებილებს მიმართა. საქართველოს მთავრობის ხელმძღვანელმა ისაუბრა მსოფლიოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე, რომლებიც საფრთხეს უქმნის ეროვნულ იდენტობას. როგორ უმკლავდება ქვეყანა ამ გამოწვევებს, ირაკლი კობახიძემ კონკრეტული მაგალითები დაასახელა, გამოსვლა კი ევროპულ ოჯახში საქართველოს გაწევრიანებით დაასრულა. კონფერენციაზე რამდენჯერმე ახსენეს ევროპის პოლიტიკური ცენტრი, რომელიც ვიქტორ ორბანის კრიტიკის ცენტრში კიდევ ერთხელ მოექცა.
სიუჟეტის ავტორი: სოფო ბერიძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
