ესპანეთის პრემიერმა მოვალეობების შესრულება შეწყვიტა
ესპანეთის პრემიერ-მინისტრმა პედრო სანჩესმა განაცხადა, რომ რამდენიმე დღით საჯარო მოვალეობების შესრულებას წყვეტს. მიზეზი მის მეუღლე, ბეგონა გომესთან დაკავშირებული კორუფციული სკანდალია. საჩივარი გომესის წინააღმდეგ ანტიკორუფციულმა მოძრაობამ შეიტანა. პრემიერის თქმით, მისი მეუღლე თავის უფლებებს დაიცავს და გამოძიებასთან ითანამშრომლებს. დარჩება თუ არა პრემიერ-მინისტრის პოსტზე სანჩესი, 29 აპრილს გაირკვევა, როცა ის საჯარო განცხადებით გამოვა.
