ირნელ რეპერს სიკვდილით დასჯა მიუსაჯეს
ირანულმა სასამართლომ პოპულარულ ირანელ რეპერს, თუმაჯ სალეჰის, რომელიც ანტისამთავრობო გამოსვლებს უჭერდა მხარს, სასიკვდილო განაჩენი გამოუტანა. 33 წლის რეპერი 2022 წლის ოქტომბერში დააკავეს, როდესაც მან ანტისამთავრობო აქციების მონაწილეებს საჯაროდ დაუჭირა მხარი. გასულ წელს მას 6 წლითა და 3 თვით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯეს. სასიკვდილო განაჩენს ის უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით გადაურჩა, თუმცა დღეს მისმა ადვოკატმა ირანულ მედიას განუცხადა, რომ ისპაჰანის სასამართლომ უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება არ გაითვალისწინა და რეპერს სიკვდილით დასჯა მიუსაჯა.
