ირანის პრეზიდენტის განცხადება
ისრაელმა პალესტინელების უზურპაციისა და ჩაგვრის გამო პასუხი უნდა აგოს - ამის შესახებ ირანის პრეზიდენტმა ებრაჰიმ რაისიმ შრი-ლანკაში ვიზიტისას განაცხადა. „სიონისტური რეჟიმი 75 წელია ჩაგრავს პალესტინელ ხალხს და მათი ტერიტორიის უზურპაციას ახდენს. ჩვენ უნდა განვდევნოთ უზურპატორები, გადავახდევინოთ ყველა იმ ზიანის საფასური, რომელიც გამოიწვიეს და პასუხი უნდა ვაგებინოთ,“-აღნიშნა რაისიმ.
