ნეთანიაჰუ აშშ-ის უნივერსიტეტებში გამართულ აქციებს ეხმაურება
ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ბოლო დროს ამერიკის უნივერსიტეტებში გამართულ, პალესტინის მხარდამჭერ აქციებს ეხმაურება და მათ ანტისემიტურს უწოდებს. ამ თემაზე ნეთანიაჰუმ საგანგებო ვიდეომიმართვაში ისაუბრა. ამერიკულ უნივერსიტეტებში დაწყებული გამოსვლები მან გასული საუკუნის 30-იან წლებში გერმანიის უნივერსიტეტების გამოსვლებს შეადარა და ანტისემიტური კამპანიის შეწყვეტა მოითხოვა. პალესტინის მხარდასაჭერი აქციები ამერიკის რამდენიმე წამყვან უნივერსიტეტში ეწყობა. პოლიციამ აქციის რამდენიმე მონაწილე დააკავა.
