ახალი რეგულაცია უკრაინაში
კიევი უკრაინის მოქალაქე 18-დან 60 წლამდე მამაკაცებისთვის ქვეყნის ფარგლებს გარეთ მდებარე დიპლომატიურ მისიებში პასპორტების გაცემას აჩერებს. მინისტრთა კაბინეტის დადგენილებით, პასპორტები მათთვის მხოლოდ უკრაინის ტერიტორიაზე გაიცემა. ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, ახალი რეგულაცია მიზნად ისახავს უკრაინის არმიის რიგების შევსებას. ცნობილი ხდება ისიც, რომ ვარშავამ კიევს უკვე შესთავაზა პოლონეთში მყოფი წვევამდელი ასაკის ახალგაზრდების იდენტიფიცირება და გადაცემა. ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, ევროკავშირის ტერიტორიაზე ამჟამად 4 მილიონ 300 ათასზე მეტი უკრაინელი, მათ შორის, 860 000 მამაკაცი იმყოფება.
