ზელენსკი აშშ-ის დახმარებაზე
უკრაინა ახლა იწყებს იმ ნახევარი წლის კომპენსირებას, რომელმაც დებატებსა და ეჭვებში გაიარა, განაცხადა უკრაინის პრეზიდენტმა შეერთებული შტატების მიერ უკრაინისთვის 61 მილიარდი დოლარის დახმარების გამოყოფის კომენტირებისას. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, ამერიკული დახმარების მიღების გაჭიანურებამ რუსეთს საშუალება მისცა ბოლო 6 თვის განმავლობაში პოზიციები განემტკიცებინა, თუმცა ახლა უკრაინა ინიციატივის ხელში აღებას შეეცდება.
