კომერციული მოსყიდვის ფაქტი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა ჯგუფურად კომერციული მოსყიდვის ფაქტზე 1 ადამიანი დააკავეს, 1 კი ამხილეს. გამოძიების მიხედვით ირკვევა, რომ რუსთავის ნომერ პირველი კლინიკის დირექტორმა და ამავე პოლიკლინიკის ექიმმა ეგვიპტის არაბთა რესპუბლიკის მოქალაქეს, რომელიც საქართველოში ბინადრობის უფლების ვადის გასვლის გამო დეპორტაციას ექვემდებარებოდა, 2000 აშშ დოლარის სანაცვლოდ, ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ყალბი ცნობა, ფორმა N100 დაუმზადეს , რაც შესაბამის სამსახურებს უცხო ქვეყნის მოქალაქის ქვეყნიდან გაძევებაში ხელს შეუშლიდა. დანაშაული 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.
