აქცია პარლამენტთან
უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის წინააღმდეგ პროტესტი გრძელდება. აქტივისტები პარლამენტთან გუშინ 19:00 საათზე ისევ შეიკრიბნენ და მსვლელობით ევროპის მოედნისკენ გადაინაცვლეს. შსს-ს გაფრთხილების მიუხედავად, რომ ხელოვნურად არ გადაეკეტათ სამანქანო გზა, აქტივისტებმა არ გაითვალისწინეს. მოაწყვეს მსვლელობაც, რის შემდეგაც ევროპის მოედნიდან პარლამენტთან დაბრუნებულებმა კვლავ სცადეს გზის გადაკეტვა, თუმცა ამჯერად, საპატრულო პოლიციის მითითებებს დაემორჩილნენ. აქციის დასრულებისას პარლამენტის წინ ლაზარე გრიგორიადისიც მივიდა.
