საყოველთაო-სახალხო შეკრება
„ქართული ოცნება“ 29 აპრილის შეკრებისთვის ემზადება. მმართველი გუნდის წევრების თქმით, მათთვის მნიშვნელოვანია იმის დემონსტრირება, რომ საქართველოს მომავალი ევროპაშია და აქ მნიშვნელოვანია იდენტობა და პრინციპები. სახელისუფლებო გუნდი რუსთაველზე შეკრებილებს ინფორმაციას გამჭვირვალობის კანონპროექტზეც მიაწვდის. 29 აპრილს საკანონმდებლო ორგანოსთან შეკრება 18:00 საათიდან, ღონისძიება კი საღამოს 20:00 საათზე დაიწყება. რუსთაველის გამზირზე მისულ ხალხს სიტყვით მიმართავს „ქართული ოცნების“ საპატიო თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი.
