პრემიერ-მინისტრი უნგრეთში
ირაკლი კობახიძე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაში მიიღებს მონაწილეობას, რომელიც ხვალ გაიხსნება. მთავრობის მეთაური კონფერენციის გახსნით სესიაზე სიტყვით გამოვა. ვიზიტის ფარგლებში, გაიმართება შეხვედრა უნგრეთის პრემიერ-მინისტრთან ვიქტორ ორბანთან.
