პასუხი ქართული კანონპროექტის კრიტიკოსებს
მწერალი ნაიარა გელაშვილი გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებს. მისი თქმით, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია, თუმცა ამბობს, რომ მოქალაქეთა უზარმაზარი მასა ამ კანონით გამოცხადებულია სამშობლოს მოღალატედ. მმართველი გუნდის ლიდერები კიდევ ერთხელ განმარტავენ კანონპროექტის არსს და ამბობენ, რომ საუბარი მხოლოდ დეკლარაციის შევსებაზეა.