კანონპროექტი გამჭვირვალობის შესახებ
მწერალი ნაირა გელაშვილი გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს აკრიტიკებს. მისი თქმით, გამჭვირვალობა მნიშვნელოვანია, თუმცა აქვე ამბობს, რომ მოქალაქეთა უზარმაზარი მასა ამ კანონით გამოცხადებულია სამშობლოს მოღალატედ. მმართველი გუნდის ლიდერები კიდევ ერთხელ განმარტავენ კანონპროექტის არსს და ამბობენ, რომ საუბარი მხოლოდ დეკლარაციის შევსებაზეა.
