გაყალბებული ინფორმაცია მდინარაძის წინააღმდეგ
მიზანმიმართული დისკრედიტაცია - ასე აფასებს უმრავლესობის ლიდერი ონლაინ მედია პუბლიკის მიერ, მისი ნათქვამის არასწორი ინტერპრეტაციით გავრცელებას. საუბარია მამუკა მდინარაძის მიერ საკონსტიტუციო ცვლილებების საყოველთაო სახალხო განხილვის დროს მოქალაქის კითხვის საპასუხოდ გაკეთებულ განცხადებაზე. უმრავლესობის ლიდერმა გუშინ ნათქვამი დღეს კიდევ ერთხელ განმარტა.
