რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარე თანამდებობიდან გადააყენეს
შესაბამისად, დაიშალა გახარიას პარტიის და ნაციონალური მოძრაობის კოალიცია. თავმჯდომარის გადაყენებას მხარი საკრებულოს 18-მა წევრმა დაუჭირა. თანამდებობიდან გადააყენეს იმ კომისიების ხელმძღვანელებიც, რომლებიც “ნაციონალური მოძრაობას” წარმოადგენენ. სხდომა ხმაურის ფონზე გაიმართა. “ქართული ოცნება” გადაწყვეტილების მიზეზად, საკრებულოს მხრიდან საბოტაჟის მცდელობას ასახელებს , რაც ბიუჯეტის დამტკიცების ხელისშეშლაში, ბიუჯეტის შესრულების ანგარიშის უარყოფითად შეფასებაში და კონკრეტული პროექტების შეფერხებაში გამოიხატებოდა.
