ხმაური ქუთაისის საკრებულოს სხდომაზე
ხმაური იყო ქუთასში საკრებულოს სხდომაზე, რომელიც ოპოზიციის განცხადებებს მოყვა. საკრებულოს ნაციონალური მოძრაობის წევრები ქართულ ოცნებას მოუწოდებენ გაემიჯნონ გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტს . მმართველ გუნდში კი აცხადებენ, რომ მათ ოპონენტებს პროექტის არგუმენტირებული განხილვა არ აინტერესებთ და მათი მიზანი, საჯარო მოხელეების ბულინგია.
