საყოველთაო-სახალხო შეკრება
ქართული ოცნება 29 აპრილს, 20 საათზე ელოდება ყველას, ვისთვისაც გამჭვირვალობა და ეროვნული პოლიტიკა მნიშვნელოვანია და მავნებლური პროპაგანდა მიუღებელი-ამის შესახებ განცხადებები “ქართულ ოცნებაში” კეთდება. მმართველ გუნდში ხაზგასმით ამბობენ, რომ შეკრებაში მონაწილეობას მიიღებენ მხოლოდ ის ადამიანები, ვისაც ამის სურვილი ექნება. ამის პარალელურად კი, ოპოზიციის მხრიდან კრიტიკული შეფასებები გრძელდება. ისინი კანონპროექტის მეორე მოსმენით განხილვაში აქტიურად ჩართვას გეგმავენ
