EURO 2024
ევროპის ჩემპიონატის მონაწილე ნაკრებ გუნდებს განაცხადში, 23-ის ნაცვლად, 26 ფეხბურთელის შეყვანა შეეძლებათ. „სკაი სპორტის“ ცნობით, უეფას დელეგატებმა საკითხი განიხილეს და ოფიციალური გადაწყვეტილება უახლოეს დღეებში გამოქვეყნდება. ტურნირის მონაწილე გუნდების მთავარი მწვრთნელების შეკრება ნიონში აპრილის დასაწყისში გაიმართა. განაცხადის გაფართოების წინააღმდეგ მხოლოდ გერმანიის, ავსტრიისა და შვეიცარიის წარმომადგენლები წავიდნენ. საქართველოს ნაკრები ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატზე ეფ ჯგუფში ითამაშებს, სადაც მისი მეტოქეები თურქეთის, ჩეხეთისა და პორტუგალიის გუნდები იქნებიან.