გამოძალვის ბრალდებით 2 ადამიანი დააკავეს
პოლიციამ ბათუმში ჯგუფურად ჩადენილი გამოძალვის ბრალდებით ორი ადამიანი დააკავა. ისინი უცხო ქვეყნის მოქალაქეები არიან. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა, რომლებიც ბათუმში მდებარე ერთ-ერთ კაფე-ბარში მუშაობდნენ, ძალადობის გამოყენებითა და სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ამავე კაფე-ბარის სტუმრებს, უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მათი შეკვეთისთვის შეუსაბამოდ დიდი თანხა - 267 ათასი თურქული ლირა და 5 700 ლარი გამოსძალეს. დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
