ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის პროექტების ხელშეწყობა
თბილისის მერიამ, ახალგაზრდების სოციალური მეწარმეობის მხარდაჭერის პროგრამაზე რეგისტრაცია დაიწყო. პროგრამა ითვალისწინებს ახალგაზრდების მიერ არასამეწარმეო იურიდიული პირის ფორმით დაფუძნებული სოციალური საწარმოების ფინანსურ მხარდაჭერას და ბიზნესმოდელზე მორგებული პროექტების განხორციელებას. კახა კალაძის განცხადებით, პროექტები 2022 წლიდან ხორციელდება და ამით ბევრი ახალგაზრდა სარგებლობს.
