რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის იმპიჩმენტი
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილებას პირველი მოადგილე შეასრულებს. თავმჯდომარის ერთ-ერთ მოადგილედ კი, აირჩიეს ქართული ოცნების წევრი. რუსთავში გიორგი გახარიასა და ნაციონალური მოძრაობის კოალიცია ქართულმა ოცნებამ დაშალა. გახარიას პარტიის წევრი ნოდარ შეროზია, საკრებულოს თავმჯდომარეობიდან გადააყენებულია. გადაყენებული არიან კომისიის ხელმძღვანელობიდან ნაციონალური მოძრაობის წევრებიც. თავმჯდომარის იმპიჩმენტის პროცესის პარალელურად ხმაური იყო საკრებულოსთან.
