შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადება
შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება გამოაქვყენა. წერია რომ ბოლო პერიოდში რუსთაველის გამზირსა და პარლამენტის შენობის ტერიტორიაზე მიმდინარე აქციების დროს, მსვლელობაში მონაწილე პირთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. გზის ხელოვნური გადაკეტვა კი იწვევს ტრანსპორტის მოძრაობის შეფერხებას და ლახავს იმ ადამიანების უფლებებს, რომლებიც ცხოვრობენ და მუშაობენ მიმდებარე ტერიტორიაზე. კანონით კი აკრძალულია ხელოვნურად გადაკეტვა და განზრახ დაბრკოლებების შექმნა. შესაბამისად, შინაგან საქმეთა სამინისტრო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს დაემორჩილონ კანონის მოთხოვნებს. წინააღმდეგ შეთხვევაში, გატარდება შესაბამისი ზომები.
სიუჟეტის ავტორი: ნინო არღვლიანი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
