„დაცემული ანგელოზის უკანასკნელი თავშესაფარი“
კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით აზერბაიჯანში მოქმედმა ილია ჭავჭავაძის სახელობის კახის სახელმწიფო ქართულმა დრამატულმა თეატრმა, რუსთაველის ეროვნული თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე ვახტანგ ანდიაშვილის „დაცემული ანგელოზის უკანასკნელი თავშესაფარი“ წარადგინა. საზეიმო საღამო კახის სახელმწიფო ქართული დრამატული თეატრისათვის ილია ჭავჭავაძის სახელის აღდგენას მიეძღვნა.
