„ნაცმოძრაობის“ მოკავშირე ევროპარლამენტარები
გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტზე ევროპარლამენტში გამართული დებატები მიხეილ სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნამდე დავიდა. ნაციონალური მოძრაობის მოკავშირე ევროდეპუტატებმა, მმართველი გუნდისა და სამართალდამცეველების მიმართ სანქციები და სააკაშვილის გათავისუფლება მოითხოვეს. დებატების დროს იყვნენ დეპუტატები, რომლებმაც პირდაპირ თქვეს, რომ საქართველოში ჩარევა უნდა შეწყდეს. „ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობამ“ დემოკრატიის დასაცავად სანქციების დაწესება მოითხოვა. მათ საქართველოს დემოკრატია კი არა, ფული ადარდებთ, რომელსაც უხდიან ამ ჩარევაში.“ მოვისმინეთ ასეთი განცხადებებიც. რაც შეეხება შეფასებებს, პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ნაციონალური მოძრაობის მოკავშირე ევროპარლამენტარები აცდენილები არიან ევროპულ ღირებულებებს და ისინი თავად არიან მონაწილეები ფარულ დაფინანსებაში
