აქციის მონაწილეებმა დავით კაჭარავას გზა გადაუკეტეს
ხალხის ძალის წევრმა დავით კაჭარავამ, აქციის მონაწილეებს მიმართა. დეპუტატი ავტომობილით გადაადგილდებოდა, მას რუსთაველის გამზირზე შეკრებილები გზის გაგრძელების საშუალება არ აძლევდნენ. შემდეგ კაჭარავა ავტომობილიდან გადმოვიდა. მისი თქმით, პროექტი რომელსაც აპროტესტებენ, ქართულია და ემსახურება საქართველოს ინტერესებს.
