სპიკერთა კონფერენცია ესპანეთში
ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების თავმჯდომარეთა კონფერენცია, რომელიც ესპანეთში იმართებოდა, დასრულდა. ევროკავშირის საბჭოს საპრეზიდენტო ტრიოს ორგანიზებით გამართულ ღონისძიებაში საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ნინო წილოსანი და ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი მონაწილეობდნენ. კონფერენციაზე მიიღეს დეკლარაცია, რომელიც საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას მიესალმება. ასევე ხაზი გაესვა საქართველოსთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის აუცილებლობას.
