პრემიერმა უხუცეს საჯარო მოხელეს 100 წლის იუბილე მიულოცა
პრემიერ-მინისტრმა უხუცეს საჯარო მოხელეს, რევაზ კაპანაძეს, რომელიც 76 წელია, სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში მუშაობს, 100-ი წლის იუბილე მიულოცა. მთავრობის მეთაური იუბილარს სამსახურში ესტუმრა, მას ჯანმრთელობა უსურვა და საჯარო სამსახურში მრავალწლიანი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადა. რევაზ კაპანაძე მედიცინის მეცნიერებათა დოქტორია. ათწლეულების განმავლობაში მოღვაწეობდა პედაგოგიურ და სამეცნიერო კვლევით სფეროში. აღზრდილი ჰყავს პროფესიონალთა მრავალი თაობა. ასევე მის სახელს უკავშირდება 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომი და სახელმძღვანელოები. იყო 15-ზე მეტი საკანდიდატო დისერტაციისა და 10-ზე მეტი სადოქტორო დისერტაციის მეცნიერული ხელმძღვანელი.
