სახდეპის ტენდენციური ანგარიში
დეზინფორმაცია, რომელიც ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ჩრდილს აყენებს - როგორ მოხვდნენ დოკუმენტში ნიკა გვარამია და დავით კეზერაშვილი პოლიტპატიმრების სტატუსით? როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, თავად სახელმწიფო დეპარტამენტი დოკუმენტის შედგენისას პოლიტიკურად მოტივირებულ ქართულ არასამთავრობო სექტორს ეყრდნობა. ყველაზე ხშირად კი ნახსენებია სიტყვათწყობა „როგორც ამბობენ“. შეგახსენებთ, რომ კეზერაშვილი ქართული ჯარის ძარცვისთვის არის გასამართლებული, ასევე არსებობს საფუძვლიანი ეჭვი რომ თაღლითური სქემის გამოყენებით ევროპელ პენსიონერებს ძარცვავს. რაც შეეხება ნიკა გვარამიას, რომელიც რუსთავი 2-ის თანხების გაფლანგვისთვის იხდიდა სასჯელს, მის პოლიტიკურ პატიმრად წარმოჩენაზე პასუხი სტრასბურგის სასამართლომ უკვე გასცა. ვის ინტერესშია სიცრუე?
სიუჟეტის ავტორი: მარიამ ქართველიშვილი
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
