ყველაზე გრძელი გვირაბი კავკასიაში
საგზაო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის ისტორიული, კიდევ ერთი მეგა-პროექტი - გაჭრილია ქვეშეთი-კობის უნიკალური გვირაბი, რომელიც ქვეყანაში ყველაზე გრძელი იქნება. ახალი საავტომობილო გვირაბი გზას გუდაურისკენ მნიშვნელოვნად შეამცირებს და გადაადგილება წელიწადის ნებისმიერ დროს იქნება შესაძლებელი. პროექტს, ეკონომიკურთან ერთად, მნიშვნელოვანი სოციალური ეფექტიც ექნება. ქვეშეთი-კობის გზისა და გვირაბის მშენებლობის პროექტი აზიის განვითარების ბანკის ფინანსური მხარდაჭერით, ასევე ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის თანადაფინანსებით ხორციელდება.
სიუჟეტის ავტორი: მანანა გაბელია-22-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
