უეფას სტანდარტების სტადიონი თბილისში
ახალი, თანამედროვე, 70 ათასიანი სტადიონი, რომელიც თბილისში უნდა აშენდეს, უპირველეს ყოვლისა, თავად სპორტსმენებისთვის იქნება დიდი მოტივაცია. გარდა ამისა, ამ პროექტის განხორციელების შემდეგ, თბილისი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქი იქნება რეგიონში, რომელიც მთავარ საერთაშორისო საფეხბურთო თუ სარაგბო თამაშებს უმასპინძლებს. უკვე ცნობილია, რომ ჩვენი ქვეყანა 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის განაცხადს გააკეთებს. ეს მთავრობის მეთაურმაც დაადასტურა. ახალი სტადიონი კი დედაქალაქში ახალი აეროპორტის ტერიტორიაზე აშენდება.
სიუჟეტის ავტორი: მაკუნა აბულაძე
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
