30 მილიონი ეროვნულ ნაკრებს
საქართველოს საფეხბურთო ნაკრების მოტივაციისთვის და დამატებითი მხარდაჭერისთვის - ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის, ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს ჯილდოს სახით 30 მილიონ ლარს გადასცემს. ჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი მომდევნო მატჩის მოგებისთვის კი ჯვაროსნები დამატებით 30 მილიონი ლარით დაჯილდოვდებიან. ბიძინა ივანიშვილის გადაწყვეტილება დღეს გახდა ცნობილი. ამ დაფასებას საქართველოს ნაკრების თითოეული ფეხბურთელი, მწვრთნელი და პერსონალი ნამდვილად იმსახურებს. ამ წარმატების უკან მრავალწლიანი შრომაა. 2012 წლის შემდეგ სპორტი სახელმწიფოს ერთ-ერთი პრიორიტეტია, რაც ამ სფეროში მასშტაბური პროექტებისა თუ რეფორმების შედეგია. მრავალწლიანი მოლოდინის შემდეგ ქართული ფეხბურთიც გუნდურ სპორტში იმ წარმატებულ სახეობებს შეუერთდა, რომლებიც წლიდან წლამდე დიდ ევროპულ თუ მსოფლიო ფორუმებზე საქართველოს წარმოადგენენ.
სიუჟეტის ავტორი: თამარ შარიქაძე-67-deleted-11
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები
