ნინო წილოსანი ევროკავშირის სპიკერთა კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა
პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ევროკავშირის სპიკერთა კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ნინო წილოსანმა ისაუბრა საქართველოს მიერ დემოკრატიული განვითარების გზაზე მიღწეულ პროგრესზე, ყურადღება გაამახვილა ევროკავშირის გაფართოების პოლიტიკის მნიშვნელობაზე, ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს დაახლოების შედეგებზე და ხაზი გაუსვა საქართველოსთვის გაწევრიანების მოლაპარაკებების გახსნის აუცილებლობას. ევროკავშირის სპიკერთა კონფერენცია ყოველწლიური ფორუმია, რომელშიც ევროკავშირის წევრი ქვეყნების პარლამენტების სპიკერები, ევროპარლამენტის პრეზიდენტი და კანდიდატი ქვეყნების პარლამენტის სპიკერები მონაწილეობენ.
