ლგბტ პროპაგანდა - სახალხო განხილვა
ოჯახურ ღირებულებათა და არასრულწლოვანთა დაცვა - კონსტიტუციური კანონპროექტების საყოველთაო სახალხო განხილვა დღეს ამბროლაურში გაიმართა. კომისიის წევრებმა მოქალაქეებს საკონსტიტუციო ცვლილებები პუნქტობრივად გააცნეს. მოხსნების შემდეგ შეხვედრა კითხვა-პასუხით გაგრძელდა. საკონსტიტუციო ცვლილებების განხილვა მიმდინარე კვირას ოზურგეთში, ბათუმში, ზუგდიდსა მესტიაში გაიმართება. ცვლილებები ერთმანეთისგან გამიჯნავს ლგბტ პროპაგანდას და ადამიანის უფლებების დაცვას.
