ქვეშეთი-კობის გზის პროექტი
ქვეშეთი-კობის დამაკავშირებელი 9 კმ-იანი გვირაბი გაჭრილია. ახალი გვირაბი საქართველოში ყველაზე გრძელი, ხოლო მსოფლიოს მასშტაბით, თავისი მახასიათებლებით, ერთ-ერთი უნიკალური იქნება. ცხრა კილომეტრიანი გვირაბი მნიშვნელოვნად შეამცირებს გადაადგილების დროს. თუ ამჟამად ქვეშეთიდან კობამდე მგზავრობას 1 საათი სჭირდება, ზვავსაშიშროების გამო კი, ხშირად მოძრაობა იკრძალება, პროექტის დასრულების შემდეგ, მონაკვეთის გავლას მხოლოდ 15 წუთი დასჭირდება. ღონისძიებას, პრემიერ-მინისტრი, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი, საავტომობილო გზების დეპარტამენტის და საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. პრემიერ-მინისტრის შეფასებით ახალი გზა არა მხოლოდ ადგილობრივი მოსახლეობისთვის მოიტანს ეკონომიკურ სარგებელს, არამედ სტიმულს მისცემს რეგიონის ტურისტული პოტენციალის მაქსიმალურ ათვისებას.
