დეზინფორმაცია შალვა პაპუაშვილის წინააღმდეგ
ნეტგაზეთი-ბათუმელების მიერ მომზადებული სტატია, რომლის მიხედვითაც შალვა პაპუაშვილს სახელმწიფომ ალაზნის სანაპიროზე ერთ ლარად 20 ჰექტარი ტყე გადასცა, სიცრუე აღმოჩნდა. ინფორმაციას თავად გამოცემა უარყოფს და მკითხველს ბოდიშს უხდის. „ქრონიკა“ ნეტგაზეთი - ბათუმელების რედაქტორებს დაუკავშირდა იმის გასარკვევად, თუ რა ინფორმაციას დაეყრდნო გამოცემა პუბლიკაციის მომზადებისას, თუმცა მათ სატელევიზიო განმარტებაზე უარი თქვეს. „არავინ განიცდის ახლა ჩვენზე მეტად ჩვენ მიერ დაშვებულ ამ შეცდომას, მაგრამ არსებული ვითარებიდან და წნეხიდან გამომდინარე, რომელშიც ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში მუდმივად ვიმყოფებით, დავუშვით შეცდომა, რომლისთვისაც კიდევ ერთხელ ვუხდით ბოდიშს ჩვენს მკითხველს,“,-ნათქვამია მათ განცხადებაში. თავად პარლამენტის თავმჯდომარემ აცხადებს, რომ ეს არის კიდევ ერთი მაგალითი, თუ რატომ არის აუცილებელი ქვეყანაში გამჭვირვალობის კანონის მიღება.