გამჭვირვალობის კანონპროექტი
„გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტი საქართველოს ევროინტეგრაციის გზაზე საფრთხეს არ შეუქმნის“,- ამის შესახებ მთავრობის მეთაურმა განაცხადა. ირაკლი კობახიძის თქმით, ხელისუფლება მზად არის ღია დისკუსიისთვის, მათ შორის საერთაშორისო პარტნიორებთან. თემაზე კომენტარი გააკეთეს პარლამენტის თავმჯდომარემ და უმრავლესობის ლიდერმა. მმართველ გუნდში აცხადებენ, რომ ერთადერთი, რასაც „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტი აზარალებს, შავი ფულია.