საყოველთაო-სახალხო შეკრება
29 აპრილს პარლამენტთან საყოველთაო-სახალხო შეკრება გაიმართება. აქციის ორგანიზატორი „ქართული ოცნებაა“. პარტიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ პარტია ითვალისწინებს მხარდამჭერთა თხოვნას. არსებული ინფორმაციით, შეკრებას ბიძინა ივანიშვილიც დაესწრება. მმართველი გუნდი შეკრების მიზანზე საუბრობს და ამბობს რომ მოქალაქეებმა მთელი ქვეყნიდან უარი უნდა უთხრან შავი ფულით საქართველოში რევოლუციის, მართლმადიდებელ ეკლესიაზე თავდასხმის, ლგბტ პროპაგანდის, რადიკალიზმისა და ე.წ. პოლარიზაციის დაფინანსებას. მმართველ გუნდში აცხადებენ,რომ მათი მიზანი საზოგადოების ინფორმირებაა. 29 აპრილს დაგეგმილი შეკრების მნიშვნელობაზე ისაუბრა პარლამენტის თავმჯდომარემ. შალვა პაპუაშვილის თქმით ქართველმა ხალხმა, რომელიც ძალაუფლების წყაროა, მნიშვნელოვანია ამ დღეს თავისი სიტყვა თქვას.