ახალი სტადიონი თბილისში
თბილისში ახალი სტადიონი აშენდება. 70 000-ადგილიანი თანამედროვე სტანდარტების სტადიონის მშენებლობა ახალი აეროპორტის ტერიტორიაზე იგეგმება. პროექტი შემოდგომისთვის მომზადდება და ის ბრიტანულის ანალოგი იქნება. სტადიონი გათვალისწინებული იქნება როგორც საფეხბურთო, ისე რაგბის მატჩებისთვის. ამბიციური პროექტი ქვეყანას შესაძლებლობას მისცემს, სულ რამდენიმე წელიწადში ჩაატაროს მაღალი დონის სპორტული ღონისძიებები. მასშტაბური პროექტის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე ისაუბრა და თქვა, რომ 2028 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალის მასპინძლობისთვის განაცხადს საქართველოც გააკეთებს. სპორტსმენები ამბობენ, რომ ახალი სტადიონი კიდევ ერთი დასტურია იმისა, რომ სპორტის განვითარება და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაცია ქვეყნისთვის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია.
