ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს 30 მილიონ ლარს გადასცემს
ევროპის ჩემპიონატის ქვეჯგუფიდან გასვლისთვის ფონდი „ქართუ“ საფეხბურთო ნაკრებს, ჯილდოს სახით, 30 მილიონ ლარს გადასცემს. ქვეჯგუფიდან გასვლის შემდეგ, ყოველი მომდევნო მატჩის მოგებისთვის კი, ეროვნულ ნაკრებს დამატებით 30 მილიონი ლარით დააჯილდოებს. ამის შესახებ ფონდ „ქართუს“ განცხადებაშია ნათქვამი.
