არასამთავრობოების ინფორმაციაზე დაფუძნებული ანგარიში
პოლიტიკური პატიმრები და მედია თავისუფლების შეზღუდვა, ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის 2023 წლის ანგარიშის ერთ-ერთ თავში ნიკა გვარამია და დავით კეზერაშვილი ერთ კონტექსტში არიან მოხსენიებული. გვარამია პოლიტიკური პატიმარი კეზერაშვილი კი მედია მფლობელი , რომელიც სამართლებრივი გზით განიცდიდა ზეწოლას რაც მიმართული იყო კრიტიკული მედიის წინააღმდეგ. „იყო შემთხვევები, როდესაც ხელისუფლება ზღუდავდა საზოგადო მოღვაწეებს, პოლიტიკურ ოპონენტებს და ჟურნალისტებს მთავრობის კრიტიკისა და საზოგადოებრივი ინტერესის საკითხების განხილვისას.“ მაგალითად დასახელებულია ნიკა გვარამია . ამ ინფორმაციის გავრცელებისას სახდეპი ეყრდნობა არასამთავრობო ორგანიზაციებს და ნინო ლომჯარიას , რომელსაც საანგარიშო პერიოდში სახალხო დამცველის პოსტი ეკავა. ანგარიშის შეფასებისას მმართველ პარტიაში აცხადებენ, რომ ყველა კითხვას პასუხი სტრასბურგმა ოფიციალური გადაწყვეტილებებით გასცა.
